USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 29 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  534

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.    

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის   ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცაცხვების, ინტენსიფიკაციის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით   ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати