USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 28 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  481

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის  მოედნის, გამრეკელის, კუტუზოვის,  მიცკევიჩის, სულხან ცინცაძის, ცაგარელის, ბროლოსანის (ნაწილობრივ) და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ანა პოლიტკოვსკაიას, სულაკაურის, გოთუას, შარტავას, ხვიჩიას, შორსის, ოთარ ჭილაძის, სულხან ცინცაძის, მიცკევიჩის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის, ამბროლაურის, ვასო გოძიაშვილის, მიჩურინის, საირმის, კუტუზოვის, ტაშკენტის, ქართველიშვილის, შმიდტის, ბურძგლას, საბურთალოს, ჭაბუკიანის,  კალანდაძის, იოსებიძის და ბროლოსანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, მცხეთის, შროშის, შატბერაშვილის და ბერკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ვანო სარაჯიშვილის, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, თხინვალას, რიწის, ცხემის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ  კაჩინსკის, შორაპნის, აწყურის, ძევერის, შირაქის და კოშკოვანის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის  სამხედრო  დასახლების, სოფელი გლდანის,  გლდანის  მასივის I, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კერესელიძის, დუმბაძის, წმინდა  ნინოს, მარატ ნოზაძის, ალეკო  გობრონიძის, დაისის, ტაძრის, ნაკრესის, ვარდისუბნის, სხარტალის, შემოდგომის, კახეთის, ლეჩხუმის, იასამნის, გრემის, გომბორის,  სამთავროს,  განთიადის, მახარობლის, გალის, ჯვარისის, ბორითის, ხანძთის, არწივის, ამბროლაურის, ერთობის, ვანის, საჩხერის,  თერჯოლის, თერგის, ბოლნისის, რაჭისუბნის, საირმის, სვანეთის  და კაცხის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way