USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 28 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  630

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, ლეო კერესელიძის, მწვანე და ნიკო კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, რაფიელ აგლაძის, დავით ყიფიანის, გიორგი (გოგი) ცაბაძის, იროდიონ ევდოშვილის, ქუთაისის, ზეზვა გაფრინდაულის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, რაჟდენ გვეტაძის, მირცხულავას, ელიავას, ალექსი გოგოლაურის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს (ნაწილობრივ), დავით ბერიაშვილის, თრიალეთის, გიორგი ბერიაშვილის, მიხეილ გახოკიძის, ლევან მაჭავარიანის, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის, ირინა შტენბერგის, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way