USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 28 ივნისს დენი გაეთიშებათ
Date:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩალისპირების დასახლების, ნატბეურების დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გიორგი ბრწყინვალის, დავით ბატონიშვილის, ფრედერიკ მონპერის, მაჭავარიანის, მაქს ტილკეს, ჰენრიკ ჰრინევსკის, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, ასმათის, მეფე არჩილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, გიორგი გეხტმანის, ხატაეთის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ერედვის, კასტელის, მარკო პოლოს, ავთანდილის, სტრაბონის, ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, პეტრიწის, ფატმანის, მეფე მირიანის, ბაგრატ III, რაინეგსის, შმერლინგის, ბარონ დე ბაის, ცხაკაიას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსნის, რამაზის, პაატა ჯანიაშვილის, ჭელიძის, კასტელის, სტივენის, პეტრე იბერის, დავარის, შერმადინის, ბერტა ფონ ზუტნერის, ტარიელის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, უსენის და ცამეტი ასურელი მამის ქუჩების მოსახლეობას.     

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.     

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გარიშვილების, ნიშნიანიძის, ლეკიშვილის, კაკაბაძის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარეჯელის, მუხრანის, რატევანის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას.     

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გროზნოს, თეთნულდის, ქინქლაძის, კიკვიძის, ჩხიკვიშვილის, პალიასტომის, ნორიოს, მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევენკოს, ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

analytics
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“

ბრიტანულ გაზეთში „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“ (ავტორები - ჰენრი ფოი და მაქს სედონი)

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა ცდილობს თავისი „გამარჯვების გეგმა“ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე როგორმე განახორციელოს და იმედოვნებს, რომ ამაში თეთრი სახლის მომავალი ბინადარის საქმიანი მიდგომები დაეხმარება.

უკრაინელი და ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უფრო კარგად შეიძლება იმ წინადადების ფორმულირება, რომელიც უკრაინა-დასავლეთის თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ეხება კიევის შეთავაზებას დასავლეთისადმი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, დადებითი როლის შესრულება შეუძლია. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ხომ ბიზნესმენია.

უკრაინელი მსხვილი მეწარმეები, მთავრობასთან ერთად, იხილავენ საკითხს, რომ დონალდ ტრამპს უფლება მისცენ ინვესტიციისათვის სასურველი სფერო ამოირჩიოს და თვითონ შეარჩიოს ის ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინაში ინვესტიციებს ჩადებენ.

განხილვის ერთ-ერთმა  მონაწილემ ეს იდეა გამოხატა როგორც „ყველა, მაგრამ ჩინეთის გარეშე“, რაც დონალდ ტრამპს, ალბათ, განსაკუთრებით მოეწონბა. ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული უკრაინის დარგებს შესაძლებლობა ექნებათ სწრაფად გადაერთონ ამერიკულ მიმწოდებლებზე და მეტი დასავლური ინვესტიციები მიიზიდონ.

რას ნიშნავს ასეთი შეთავაზება - მლიქვნელობას, მოგების წყურვილს თუ მშვიდობის დამყარების სურვილის გამოვლენას? მართალია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა თვითონ დონალდ ტრამპი, ან რას იზამს ვლადიმერ პუტინი, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი, რა დათმობები მოუწევს (ან არ მოუწევს) უკრაინას, მაგრამ მზადება მაინც მიმდინარეობს.

უკრაინის ვერხოვნა რადას (პარლამენტის) საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მერეჟკომ დონლად ტრამპისადმი სეთავაზებას „ბრძნული ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „უკრაინა დასავლეთისათვის ზედმეტი ტვირთი და მუქთამჭამელა არ იქნება“.

საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპის ბანაკის წევრთა სურვილები კიდევაც დააკმაყოფილოს და მათ მიმართ გარკვეული კომპრომისები გასწიოს. ასე მაგალითად, კიევი თანახმაა თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავისი ელჩი აშშ-შო ოქსანა მარქაროვა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ისე მოაწყო საქმე, რომ იგი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატში წაიკყვანეს და იქ არსებული სამხედრო ქარხანა აჩვენეს. დათვალიერების მომენტს მხოლოდ დემოკრატები ესწრებოდნენ - კამალა ჰარისის მომხრეები, რამაც რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის რისხვა გამოიწვია. ამბობენ, რომ ელჩის თანამდებობა ყოფილ მინისტრს დიმიტრი კულებას შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპი ხშირად იკვეხნის, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, შესაძლოა ტრამპისათვის პუტინთან სიახლოვემ ცუდი როლი შეასრულოს. იგივე შეიძლება მოუვიდეს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

                წყარო: https://www.ft.com/content/623c197f-6952-4229-bfbc-0a96e43d6f2d

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way