USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 27 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  641

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების II ქუჩის, კაკლიანის, გახოკიძის, დამპალოს, ბერიაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლობჟანიძის და  ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ლაილაშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ქვალონის, ცაიშის და ასხინის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასაწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის  ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, დანელიას, უნივერსიტეტის და საშკა იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ღრმაღელის, ციხისძირის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, მექანიზაციის, ტოროშელიძის, ერისთავის, მოლითის, დაისის, კნოლევის, ნინუას, ბეჟანიშვილის, ინდუსტრიის, ლომთათიძის, ქართველიშვილის, ქსოვრელის, ზედაზენის, წინანაურის, ნათაძის, ღოღობერიძის, ჭილაძის, ტრაქტორის, ბაგინეთის, ხვინგიას, ქუთათელაძის, გოცირიძის, მახალდიანის, რკინიგზის, სააკაძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way