სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოლიკაურის, მეორე ხეივნის, იოსებ გრიშაშვილის, საბატონოს, ვლადიმერ წითლანაძის, დიმიტრი გულიას, რევაზ სირაძის, დიდი ხეივნის, ბადაგის, უსახელოურის, ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქვემო ლისის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), დათუაშვილის, მელიტონ ქანთარიას, ალექსანდრე ბანძელაძის, ინტენსიფიკაციის, ლევან ასათიანის, ხომლის, შალვა ნუცუბიძის, ზარწემის, ქვემო აჟარის, ანდრო ჭილაიას, ლევან ჩარკვიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კონსტანტინე კაპანელის და უჩა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახელების (ნაწილობრივ), რკინიგზის, ალექსი შიუკაშვილის, ბორის ბერიძის, სერგო გუჯეჯიანის, ჟორესის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პეტრე სურგულაძის, პოლიციის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.