USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 27 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  750

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის  გამზირის, ბაქრაძის,  ბერიკაშვილის,  ყაზბეგის, ტატიშვილის,  გუდაურის,  სვანიძის, გურგულიას, ბარნოვის, ხორავას, თარხნიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, არაგვის, მილორავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან  დედოფლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, II, IIა, III მიკრორაიონების,  ვაზისუბნის დასახლების, ელიას მთის, სომხეთის, დავითაიას, ქევხიშვილის, სიმონ და თინა   ყაუხჩიშვილების, როინაშვილის, აჩაბეთის, კვიპაროსის, ვაზის, ფაღავას, წინანდლის, კალოუბნის,  გონაშვილის, იორის,  შავიშვილის და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის,  ჭილაიას,  ჭყონდიდელის და ნინუას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, ლოჭინის დასახლების, სურგულაძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, ორახველაშვილის, ნახუცრიშვილის, ლეონტი მროველის, გოკიელის, ქაიროს, იუმაშევის, ჭირნახულის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, თრიალეთის, ჯავახეთის, შტენბერგის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის  II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის,  რომან  ჭელიძის,  ხიზანიშვილის და  ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის,  პეტრე  იბერის, მეფე  მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати