USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  770

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, კანკავას, თვალჭრელიძის, აჯამეთის, გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჩხიკვიშვილის, თეთნულდის, გროზნოს, ქინქლაძის, კიკვიძის და ნორიოს    ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის და ვასილ აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის საწარმოო ზონის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, კაკაბეთის, კაკაბაძის, კოსტავას, ესენინის, სააკაძის, ახვლედიანის,  გოკიელის, ფიროსმანის, ჩანტლაძის, პეტრიწის, ბანეთიშვილის, მუხაძის, აბზიანიძის, ამირანაშვილის და წუწუნავას ქუჩების    მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აეროპორტის დასახლების მოსახლეობას.   

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კრავეიშვილის, ჩიტაძის, ბერიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, ასათიანის, იაშვილის, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის, ბეთლემის, ახოსპირელის, ტაბიძის, მაჩაბელის, ჭონქაძის, ლორთქიფანიძის, ამაღლების, მესხის, სავანელის, გერგეთის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, ავთანდილის, დავითაშვილის, წავკისის და ბოლო აღმართის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  ოქროყანის, დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გალაქტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის და მაჩაბელის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის  დასახლების, ნადიკვარი-2 დასახლების, კრწანისის, ორთაჭალის, ჯაფარიძის, ვოლსკის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის  (ნაწილობრივ), თამარ  მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გმირთა მოედნის  მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბენდელიანის, ალექსიძის, სანაპიროს, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, მიროტაძის, კოდორის, ფიზკულტურის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.  

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის