USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 მარტს დენი გაეთიშებათ
дата:  430

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების, დავითაიას და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მუსხელიშვილის და კვაჭანტირაძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) და ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, ბოჭორიშვილის, კვერნაძის და ალმასიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქიზიყის, პოლიციის, ეკატერინე ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, კაიროს, რკინიგზის, ჟორესის, სურგულაძის, ჭიჭინაძის, ენუქიძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ინდუსტრიის, ლომთათიძის, ტრაქტორის, ზედაზენის, ქართველიშვილის, ქსოვრელის, წინანაურის, ნათაძის, ჭყონდიდელის, ღოღობერიძის, კნოლევის, წიწამურის, სერგი ჭილაიას, ტრიკოტაჟის, ღრმაღელის, ბაგინეთის, ხვინგიას, ალექსანდრე ქუთათელაძის, ტოროშელიძის და ოქტომბრის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати