საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისი ტბის მიმდეწბარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, ტაბიძის, არდაზიანის, მგალობლიშვილის, ოდესის, ზოვრეთის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, ოდიშელიძის, ისაკაძის, ქანთარიას, კაპანელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, შარტავას, ხვიჩიას, გამსახურდიას, იოსებიძის, ბროლოსანის, ჭაბუკიანის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ნოზაძის და კვიჭიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, შანიძის და ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ფიროსმანის, მაისურაძის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ორბეთის, კლდეკარის, ნაქალაქევის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღიურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, ახალციხის, იაროსლავის, ოსიაურის და ლენტეხის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.