USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 25 ივნისს დენი გაეთიშებათ
дата:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.     

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.     

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, პაპაშვილის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, გვირილების, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის, ნოდარ ბოხუას და გივი ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, პაპაშვილის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, გვირილების, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.     

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზაზიშვილის, ჩიტაიას, ნორიოს, როსტოვის, ჩუბინაშვილის, კიკვიძის, თეთნულდის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის, დონდუას, ფიროსმანის, გოგოლის, გოგი დოლიძის, კაპანაძის, ფოცხვერაშვილის, გროზნოს, რეხის, მამრაძის, პალიასტომის, ციხისძირის, კლდიაშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ქინქლაძის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати