სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის II, III მიკრორაიონების, გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის და საბურთალოს რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის IV კვარტლის, გელოვანის გამზირის, ახმეტელის, ლუბლიანას, კვანტალიანის, დიდგორის, იასამნის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კილონმეტრების, სამხედრო გზატეკცილის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, დიდგორის, სარაჯიშვილის, იასამნის, ონიანის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის, დავარის, ბელიაშვილის, ნადარეიშვილის, ვაზისუბნის, ვეძისის, კამანის, დელისის, ბერბუკის, კოსტავას, ტყვარჩელის, ფისკულტურის, აფაქიძის, ალექსიძის, კვერნაძის, ბოჭორიშვოილის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ჭყონდიდელის, ერისთავის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზაქარაიას, ხუდადოვის, ინტერნატის და სამღერეთის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ლაღიძის, მედეა ჯაფარიძის და გერცენის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), მეტრეველის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/