USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 24 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  577

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ილია ვეკუას ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ულიანოვის, დავით სარაჯიშვილის, ლიბანის და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დუმბაძის და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, მირიან მეფის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძათხევის, არაგვისპირელის, ვერჰარნის, ლენტეხის, ოსიაურის, წმინდა ვახტანგ მესამეს, ბოჭორმის, ტერენტი გრანელის, როსტომაშვილის, ახალციხის, ბენაშვილის, ქვლივიძის და ხიმშიაშვილების ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way