USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 24 აპრილს დენი გაეთიშებათ
дата:  398

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), გორგასალის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ოპრეთის, გრიშაშვილის, მარტვილის, ნადიკვარის, მანანა მელქაძის, ნუგზარ შატაიძის, კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის, ბერძნის, ბეჟან კალანდაძის, ორთაჭალის, წინანაურის, ეფრემ მცირეს და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ)ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირს (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის II კვარტლის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის მოედანის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, რომან ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ქერჩის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან დაიწყება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. განცხადებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებთან გასაუბრება ჩატარდება.
საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები (რეგისტრირებული) 18 წლის მოქალაქე, რომელსაც ამ რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნაძალადევის რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რაიონის, უბნისა და ქალაქის მართვაში. გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. უზრუნველყონ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთა ინტერესების დაცვა და მოსახლეობის საჭიროებები გააცნონ გამგეობის ხელმძღვანელობას.
მსურველებს განცხადების შევსება და მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოტანა შეუძლიათ ნაძალადევის რაიონის გამგეობის სერვისცენტრში, მისამართზე - დავით გურამიშვილის 25რ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати