USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 23 თებერვალს დენი გაეთიშებათ
Date:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის,   გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, ნადიკვარის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) და ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, ჩიტაძის, გრიბოედოვის, ზურაბ ჟვანიას, ჭანტურიას, ძმები ზუბალაშვილების, ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის(ნაწილობრივ), ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის და აპოლონ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ალექსანდრე მაჭავარიანის და პაატა დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორის, თამაზ თოხაძის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ძევერის, ძეგლევის, კასპის, დოლაბაურის,  ლექსანდრე ახვლედიანის, ავლიპ ზურაბიშვილის, პატარძეულის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, შირაქის, ვაჟა ივერიელის, კოშკოვანის, გარეკახეთის, დოესის, ეთერ კაკულიას, წინანდლის, კობარეთის, თელავის, უჯარმის, ზინდისის, ცუცხვათის და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way