USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 23 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  475

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის III, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, ბრონშტეინის, ნიკოლოზ შენგელაიას, რამაზ  შენგელიას, მორეტის, ვართაგავას, ტაბიძის და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძის, მაყაშვილის, ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, იმედაშვილის, შენგელიას, გუნიას და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის (ნაწილობრივ), კალოუბნის, შუამთის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, ფარნავაზ  მეფის  გამზირის, კათალიკოს აბრაჰამ პირველის, მეფე მირიანის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის  ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას, ხეივნის, კრწანისის, გორგასალის და წითლანაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way