USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 23 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  824

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის  (ნაწილობრივ),  ვაჟა-ფშაველას II, V, VII კვარტლების, თამარაშვილის, ბედიას, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერისტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩხეიძის, წმინდა ვასილისკოს, ფხაკაძის, შავიშვილის, იოსელიანის, ჯიქიას, სანდრო ეულის, დანელიას, ჯურხა ნადირაძის, მინდელის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის,  ჯურხა ნადირაძის, პეტრე ქავთარაძის, ლორთქიფანიძის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წყნეთის გზატკეცილის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერისტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის,  ჩხეიძის, ლორთქიფანიძის, ბობ უოლშის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების, ავთო  ვარაზის, გაბუნიების და ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათინის, კრწანისის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მაისურაძის, ფარსადანის, ხევძმარის, ბერთუბნის, დრანდის, შირაქიშვილის, ვეკუას, ქერჩის, ხიზანიშვილის, კობახიძის და კლარა კვეესის    ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კერესელიძის ქუჩის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის