USD 2.8001
EUR 2.9916
RUB 3.1815
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 22 მაისს დენი გაეთიშებათ
дата:  162

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა კიკეთის (ნაწილობრივ), გორგასალის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ნუგზარ შატაიძის, ბერძნის, იოსებ გრიშაშვილის, ეფრემ მცირეს, კრწანისის და ოპრეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და დაბა წავკისის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ედისის, ზვარეთის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, დვირის, იფნის, ვაზიანის, ცოტნე დადიანის, ახალდაბის, იფნევის, გოგაშენის, ბჟოლეთის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მოლითის, ბჟოლეთის, ახალდაბის და არალეთის    ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ტარიელ სვანიძის, ოთარ ლორთქიფანიძის, წყნეთის, გივი სვანიძის, ზურაბ საკანდელიძის, მიხეილ თუმანიშვილის, მიშველაძის, უნივერსიტეტის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის, ლეჟავას, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ) და ხაბეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) და ლეჟავას  ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის და ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, მუხაძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ესენინის, აბზიანიძის, გოკიელის, წურწუმიას, ახვლედიანის, პეტრიწის და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

დერბენტში უცნობა პირებმა სინაგოგასა და ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა ერთი პოლიციელი, კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა. ინფორმაციას რუსული მედია დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს ინფორმაციით, დაახლოებით 18:00 საათზე დერბენტში უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და ეკლესიას, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და ერთი პოლიციელი დაჭრილია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეჭვმიტანილები თეთრი ფოლცვაგენ პოლოთი გაიქცნენ. გარემოებები და ინფორმაცია დაღუპული და დაჭრილი პოლიციელების შესახებ ზუსტდება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати