USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 22 მაისს დენი გაეთიშებათ
Date:  793

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვის უბნის III მიკრორაიონის II კვარტლის,  ხევძმარის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრი ხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, აეროპორტის დასახლების, იუმაშევის, მუხაძის, მაისურაძის,  გახოკიძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, შიუკაშვილის, გუჯეჯიანის, ნახუცრიშვილის, მროველის, გოკიელის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას,  კანდელაკის,  ონიაშვილის,  ბუდაპეშტის,  გაგარინის,  ფანჯიკიძის გოთუას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ანა პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თამარ  მეფის გამზირის, ზაარბრიუკენის მოედნის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, სამღერეთის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ბაქოს, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, გოგიბერიძის, ნეკრასოვის, პლატონის, ტოლსტოის, ნორიოს, ლარეხის, უფლისციხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, მიჩურუნის, საქარის, მამარდაშვილის,  თვალჭრელიძის, დოლიძის, ცაიშის, ჭინჭარაძის, ხორნაულის, რაულ ეშბას და  თუმანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ),  სლავა მეტრეველის, ქურდიანების, ბათუმის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის  I კვარტლის, ლუბლიანას და  დისევის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის, გორგასლის და მეფე  სოლომონის ქუჩების მაცხოვრებლებს

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა  მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის მიწის ქვეშა  გადასასვლელის, ვერეს  დაღმართის,  ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, ლაპიაშვილის, სატივეს, კოსტავას, ტაბიძის, ნიკოლაძის, ჯუღელს, საქანელის, ჯავახისვილის და მელიქიშვილის  ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის  მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way