USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 22 იანვარს დენი გაეთიშებათ
дата:  559

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს გორის, ბახტრიონის, არჩილ სულაკაურის, კოსტავას, სულხან ცინცაძის, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ბროლოსანის, ნოდარ ანდღულაძის, ტეხურის, ვახტანგ ჩიქოვანის, გურამ ბზვანელის, ლიხაურის, წინაუბნის, ომარ ფხაკაძის, ქარელის, ალექსანდრე შავერზაშვილის, ტუსკიას, ბაკურციხის, ფანასკერტელი-ციციშვილის, კიტა ბუაჩიძის, ალექსანდრე ბასილაიას, ნატახტარის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მირიან მეფის, პეტრე იბერის (ნაწილობრივ), საბურთალოს და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის,  დაბა კიკეთის, დაბა დიდების (ნაწილობრივ)  და კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати