USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 20 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  695

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის, პეტრიწის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების(ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), გულუას, ბერძნის, გორგასალის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, გიორგი მერჩულეს, ნიზამ განჯელის, დიდი ხეივნის, ბექა და ბეშქენ ოპიზრების, საბანაძის, თელეთის, სოღანლუღის, სამასი არაგველის, ნიკო ლორთქიფანიძის, იაკობ ცურტაველის, ბოლნისის, ხუციშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, ნუგზარ შატაიძის, დეკაბრისტების, იოსებ გრიშაშვილის, ჩხეიძის, ქუმსიაშვილის, წალკის, მანანა მელქაძის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, მარტვილის, ნადიკვარის, წინანაურის, კრწანისის, დიმიტრი გულიას, ბეჟან კალანდაძის, ორთაჭალის, მირზა შაფი ლაზახის, შუშინის, ხონელის, ფირდოუსის, აბანოს, ირგვლივის, ხარფუხის, ბოტანიკურის, სამღებროს, ტაბახმელის, ახუნდოვის, სანაპიროს, საადის, ძმები სიმენსების და ბააზოვის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელის დასახლების (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, არბოს, ქსნის, ხევისუბნის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის და ერწოს ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати