USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 2 მაისს დენი გაეთიშებათ
Date:  538

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვაჭანტირაძის, შალვა მშველიძის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, შოთა ნიშნიანიძის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ნადიკვარი-2 დასახლების (ნაწილობრივ), ბეჟან კალანდაძის, კრწანისის, ორთაჭალის და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, სულხან ცინცაძის, საირმის, კუტუზოვის, გამრეკელის, ზაურ ბოლქვაძის, პანკისის, ზურაბ ქაფიანიძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იყალთოს, კოსტავას და გურამ ბზვანელის ქუჩების  მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის და ქრისტეფორე არეშიძის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), იროდიონ ევდოშვილის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way