USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 19 თებერვალს დენი გაეთიშებათ
Date:  406

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, ავთანდილის, თინათინის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ერედვის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ფხაკაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, სანდრო ეულის, ანა პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, თოფურიას, ლევან ალექსიძის, პეტრე ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, მარიჯანის, შავგულიძის, გამყრელიძის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, გიორგი დანელიას და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IX კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ჩარგლის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, დომენტი ჟღენტის, შროშისდა ურეკის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way