USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 19 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  646

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების(ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, ილია ვეკუას, ხევისპირის, ბერთუბანის, დავით აღმაშენებლის, დავით ჯაბიძის, ფარსმან მეორე ქველის და დრანდის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის  გზატკეცილის, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, ნინო რამიშვილის, აბულაძის, ჯავახიშვილის, ბაზალეთის, თამარაშვილის, ირაკლი უჩანეიშვილის, იმედაძის, ზურაბ საკანდელიძის, ნინო ჟვანიას, არჩილ ამაღლობელის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, ჯანსუღ კორძაიას და მალხაზ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. 

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way