USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 19 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  446

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ავლევის, ერეკლე მეორეს და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, დისევის, გვირილების, შალიკაშვილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის, გამრეკელის, ძოწენიძის, მუზაშვილის, გურიელის, ნუცუბიძის, რამაზ დუდუ დადიანის და პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების და  პაპაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის