USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 19 აპრილს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  392

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, იაკობის, მუხის, კალოუბნის, წყაროთუბნის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის,  გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, უშაკოვის, მთისძირის, მშველიძის, ყვარლის, ტვიშის, მესხეთის და ბახუტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის,  დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის,  თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის,  შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ  მეფის, ფრედერიკ მონტერეის, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და  პეტრიწის  ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, სოფელი დიღმის, სოფელი  ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, პატარა დიღმის აგარაკების, დიღმის წყლის უბნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის მასივის I კვარტლის, ფარნავაზ  მეფის  გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი გელოვანის, გოდერძი ჩოხელის, კატო მიქელაძის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გიორგი ციციშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ძმები კარბელაშვილების, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულიძის, აისის, სიხარულის, ლაშა ლაშხიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ეგრისის, ხახულის, გიორგი ციციშვილის, შალვა კარმელის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ქაშაკაშვილის, გიგა ჯაფარიძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ბერაძის, ტარიელ გვიმრაძის, შალვა გოგიძის, გრიგოლ ფერაძის, ქრისტინე შარაშიძის, ყურაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, გერგედავას, ლორთქიფანიძის, ჩახავას,  ჩხეიძის,  გეგეჭკორის,  მარიკა ბარათაშვილის, კარტოზიას, საბურთალოს, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს ტერიტორიის,  საქნავთობის დასახლების, იოსებ ალავერდელის, გრიგოლ  ლორთქიფანიძის,  ბაღდავაძის, ქიზიყის, მამისაშვილის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის და  კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკის, მუშკორის, მანჯგალაძის, ტრიკოტაჟის, ლიკანის, სააკაძის, თოფურია  ვალენტინის, ქართლელიშვილის, სვანეთის, კამალოვის, ნიკო მარის, თამარაშვილის, ნინუას, ვანის, საჭილაოს, სუმბათაშვილის, მეჯვრისხევის, წიკლაურის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ხევსურეთის,  ჩაქვის, კურნატოვის, გულრიფშის, სართანიას, ლოტკინის, ზესტაფონის, ზაჰესის, ჯანელიძის და გომბორის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის