USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 18 მარტს დენი გაეთიშებათ
дата:  664

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს და დიდუბის რაიონები 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, თოფურიძის, მაჭავარიანის, ემხვარის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, ფარჯიანის, ტერევერკოს, ბერძენიშვილის, ბალანჩინის, ბოხუას, ბელიაშვილის, იუნკერ შალვა ერისთავის,  ჩაჩავას, ჭიაურელის, ახმეტელისდა ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, ალეკო გობრონიძის, წმინდა ნინოს, დუმბაძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საექიმოს, ლეხ კაჩინსკის, ალექსანდრე ონიანის, კაჭარავას, პატარძეულის, ჯორჯაძის, ბოჭორმის, სოლომონ დოდაშვილის, იორის, ვლადიმერ ლობჟანიძის, მეველეს, მათიაშვილის, შავსოფლის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ნავთლუღის, სოფრომაძის, არბოშიკის, დოლაბაურის, ონიანის, იალბუზის, გლახო ზახაროვის, სამასი არაგველის, ალექსანდრე ახვლედიანის, ბოჭორიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ბოდბის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, წერნაკის, ლეილა აბაშიძის და ლუსინიანის ქუჩების მოსახლეობას. 

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати