USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 17 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  257

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, დადიანის, ღოღობერიძის, მოლითის, ღრმაღელის, დაისის, კნოლევის, ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, სარაჯიშვილის, ოქტომბრის, ზესტაფონის, აწყურის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, ქართლის, თმოგვის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, დადიანის, ღოღობერიძის, მოლითის, ღრმაღელის, დაისის, კნოლევის, ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, სარაჯიშვილის, ოქტომბრის, ზესტაფონის და აწყურის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, სოლოლაკის ხევის, ბეთლემის აღმართის, დედაენის ბაღის, ორბელიანის მოედნის, ლერმონტოვის,  გალაკტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის, ასათიანის, მაჩაბელის,  ლორთქიფანიძის, ახოსპირელის, ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ჭონქაძის, იაშვილის, მესხის, ინგოროყვას, ქიქოძის, მაყაშვილის, კოტე აფხაზის, დიუმას, ავლევის, ნაკაშიძის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, პუშკინის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, სოლოლაკის ხევის, ბეთლემის აღმართის, დედაენის ბაღის, ორბელიანის მოედნის, ლერმონტოვის,  გალაკტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის, ასათიანის, მაჩაბელის,  ლორთქიფანიძის, ახოსპირელის, ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ჭონქაძის, იაშვილის, მესხის, ინგოროყვას, ქიქოძის, მაყაშვილის, კოტე აფხაზის, დიუმას, ავლევის, ნაკაშიძის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, პუშკინის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და დავითაია ქუჩის მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საირმის, მიცკევიჩის, იოსებიძის, ხვიჩიას, სულაკაურის, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, აფაქიძის, ოჟიოს, მიროტაძის, კოსტავას, ცინცაძის, ბახტრიონის და ფანასკეტრელი-ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ბაგრატიონის, კაპანელის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати