USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 17 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  621

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს  II მიკრორაიონის(ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის,თოფურიას, შავიშვილისდა შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, ვასო გოძიაშვილის, მაჭავარიანი, მუხრანის, პეტრიწის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდევანის, ბარისახოს, ჭრებალოს, სხვიტორის,ულიანოვის, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის, ყუშიტაშვილის,უწერის, ლიბანის, ხეჩუაშვილის და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ტაბახმელას, დიმიტრი გულიას, გია გულუას, ვლადიმერ წითლანაძის, იაკობ ცურტაველის, შუშინის, ძმები სიმენსების, იოსებ გრიშაშვილის, ხონელის, ფირდოუსის და ხარფუხის ქუჩების მოსახლეობას. 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way