USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 17 მაისს დენი გაეთიშებათ
 2643

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, გიორგი წერეთლის, ნინო რამიშვილის, ზურაბ საკანდელიძის, მიხეილ თამარაშვილის, წყნეთის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, აკაკი ბელიაშვილის, ნინო ჯავახიშვილის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ავშნის, მონადირის, მუხიანის, ავალიანის, ფირცხალავას, ლიახვის, ბოგვის, ჟინვალის და ჭოპორტის ქუჩების მოსახლეობას.     

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის და ილია აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, მიხეილ ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати