USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 16 მაისს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  1065

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის  მიმდებარე  ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),   ანაპის, მუხრანის, რატევანის, გარეჯელის, უცნობი გმირის, ნაგომარის, ვანათის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ბუაჩიძის, თიანეთის, ჭოპორტის, ჟინვალის, ბოგვის, ლიახვის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის  მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მეტროსადგური „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ფეიქრების, ერწოს, ღრმაღელეს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, სადმელის, ქსნის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) და  ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების სატყეო უბნის, ბაგების დასახლიბის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, კუტუზოვის, ცაგარელის, ცინცაძის, საირმის, ქუთათელაძის, გამრეკელის, შმიდტის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გოთუას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, გაგარინის და ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის, სტივენის,  ბახტრიონის, ცინცაძის, საბურთალოს, მარკო პოლოს, პეტრიწის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ბატონიშვილის, დემეტრე თავდადებულის, შაქარაშვილის, გეხტმანის, წანდრის და სერგი ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ  ჭავჭავაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კოტე აბაშიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლობჟანიძის, ნავთლუღის, საექიმოს, ჭრელაშვილის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის