USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 16 იანვარს დენი გაეთიშებათ
Date:  658

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის, პაატა დათუაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ალექსანდრე ბანძელაძის, უჩა ჯაფარიძის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ლევან ასათიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, ხომლის, ამბერკი ტაბიძის, მელიტონ ქანთარიას და ლევან ჩარკვიანის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, V კვარტლების,  ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way