USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 15 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  467

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის  გამზირის (ნაწილობრივ),  ასათიანის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის, საკანდელიძის და იმედაძის  ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:   ვარკეთილი- 3 II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების და საქნავთობის დასახლების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზედაზენის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თორნიკე ერისთავის, აგლაძის, ბაგრატიონის, ყიფიანის, ქუთაისის, გაფრინდაულის და ევდოშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ბაგრატიონის, ცაბაძის, სანაპიროს, მაიაკოვსკის, ყიფიანის, აგლაძის, ფოთის, ქუთაისის, დგებუაძის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, მრევლიშვილის, სამტრედიის, გუდაუთის, მეტრეველის, ქურდიანის, წინამძღვრიშვილის, კვინიტაძის, უზნაძის, ბარგატიონის, სოხუმის, ზუგდიდის, ტრანსპორტის, ერისთავის, კარალეთის, ნინუას, ზესტაფონის, ხვინგიას და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ფხოვის, ხაზინის, ფურცელაძის, ვეკუას და ათონელის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, მამკოდის დასახლების, ხერგიანის და დემნა  შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), გაგარინის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ერედვის, ნიკო ბურის, რამაზის, ფატმანის, ვახტანგ ჭელიძის, დანიბეგაშვილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის (ნაწილობრივ), მარკო პოლოს, სანდრო ეულის, ანჯაფარიძის, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way