USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 15 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  612

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სულხანიშვილის, ხიდის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ჭანტურიას, ორბელიანის, ფურცელაძის, ხიდისთავის, შოთა ნიშნიანიძის, ფხოვის, ათონელის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების  XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რეზო ჩხეიძის, შანიძის, ალეკო შენგელიას, პეტრიაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, უმიკაშვილის, ბარნოვის, ნათია ბაშალეიშვილის, გალის, თერგის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, ლარსის, კეკელიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზტკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის  დასახლების (ნაწილობრივ), გუჯეჯიანის (ნაწილობრივ), ბესარიონ ქებურიას, ნინა ხუბულავას, მიხეილ გრიგორაშვილის, შანშიაშვილის, დავითაშვილის და ხვედელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.  

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way