USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 14 თებერვალს დენი გაეთიშებათ
дата:  740

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, შანიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის და ბარნოვის ქუჩების  მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნოდარ ბოხუას, აკაკი ბელიაშვილის, შალვა გოგიძის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, ხერხეულიძის, გრიშაშვილის, ვეკუას, ლიბანის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სალხინოს, ღამბაშიძის, გაგრის, ხორავას, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, ხიზამბარელის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე მეტრეველის, პოლიციის, ნავთლუღის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ისანის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, გიორგი ლასხიშვილის, შირაქის, დოესის, ჯორჯ ბუშის, ცუცხვათის, დოლაბაურის, ზურაბიშვილის, უჯარმის, კაკულიას, ვაჟა ივერიელის, შორაპნის, ძევერის, ძეგლევის, აბრამიშვილის, პატარძეულის, კაჭარავას, ახვლედიანის, კობარეთის, თელავის, კოშკოვანის, ლოსაბერიძის, დესპინე გელოვანის, გარეკახეთის, ზინდისის, რუსუდან მიქელაძის, უწერის, წინანდლის, დუტუ მეგრელის, ფერიცვალების, ურბნისის, მეფე სოლომონ ბრძენის, მაჭარის და ჯორბენაძის ქუჩების   მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილი-3  III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო მუსხელიშვილის, შანდორ პეტეფის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати