USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 14 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  493

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კუპრაძის, ღლონტის, მებაღეობის, ჯავახეთის (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, რაზიკაშვილის, ენუქიძის, ქიზიყის, სანაძის და ალადასტურის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონასტრის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, პატარა ტბის მიმდებარე  ტერიტორიის, სარაჯიშვილის, ბარალეთის, ლიბანის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV, VIII მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის, თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის,  ვეხტმანის, მარკო პოლოს,  ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის,  არჩილ მეფის, ფრედერიკ მონტერეს, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის, პეტრიწის, სტივენის, ანდრონიკაშვილის, ბაგრატის, გეხტმანის და ბარონ დე ბაის ქუჩების მოსახლეობას.   

ქსელში გადართვების გამო 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, ოთხი ათასი მესხის, ნინო აბაშიძე-ორბელიანიშ, მიხეილ მესხის, მირიან მეფის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის და დავარის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way