USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 14 მარტს დენი გაეთიშებათ
дата:  440

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ჭილაძის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის და ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 I, III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 III, VIII, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, შუამთის, გახოკიძის, კალოუბნის, იყალთოს, ვასაძის, საცხენისის, აბაშვილის, მიშველაძის, ბერიაშვილის, ფან-ციციშვილის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VIII კვარტლების, აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, აბზიანიძის, ესენინის, ამილახვარის, ბანეთიშვილის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, საფაროვა-აბაშიძის, წუწუნავას, პეტრიწის, გოკიელის, სააკაძის, ფრისის, რაჭის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ხუთწლედის, ილურიძის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დსახლების, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის, კვაჭანტირაძის, მშველიძის და უტიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, გობრონიძის, 26 მაისის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, ბუგელურის, ქერჩის, გამარჯვების, შორაპნის, გურიის, სამეგრელოს, ჩიკოთის, გიორგი გურამიშვილის, ხრესილის, ვარდისუბნის, ნაკრისის, ხვანჭკარის, ტეხურას, არტანუჯის, ბოლნისის, ბორეთის, რაჭისუბნის, თერგის, სამთავროს, ოსკის, ცხენისწყლის, არწივის, შემოდგომის, ამბროლაურის, ერთობის, კახეთის, ყვარლის, მუხურას, ტაძრის, თერჯოლის, იაკობის, გოგნის, გრემის, ვანის, დაისის, კალოუბნის, რაჭის, მუხის, კაცხის, გომბორის, ალავერდის,  ნაკადულის, ბორჯომის, მახარობლის, ლეჩხუმის, ხანძთის, საჩხერის, შოვის, სკანლის, რიონის, ჯვარისის, ღების, განთიადის, სამთავროს, გორგულის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати