USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 13 მარტს დენი გაეთიშებათ
дата:  593

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), რიჩარდ ჰოლბრუკის, ისნის, ფერიცვალების, ლეხ კაჩინსკის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, გლახო ზახაროვის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, მათიაშვილის, სოლომონ დოდაშვილის, ონიანის, დუტუ მეგრელის, რუისის, ბოჭორიძის, ბოდბის, ალექსანდრე ონიანის, ჯორჯაძის, უჯარმის, ბოჭორმის,  იალბუზის, ლუსინიანის, ვლადიმერ ლობჟანიძის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის, სამასი არაგველის, ურბნისის, წერნაკის, ნავთლუღის, მეველეს, შავსოფლის, პატარძეულის, ალექსანდრე ახვლედიანის, იორის, მეტეხის, დოლაბაურის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, ჯორბენაძის, არბოშიკის,  საექიმოს და ლეილა აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, ბოჭორმის, ქეთევან მაღალაშვილის, შავსოფლის, ბოჭორიძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის, არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, ლუსინიანის, ბოდბის, გლახო ზახაროვის, დოლაბაურის და ეთერ კაკულიას ქუჩების მოსახლეობას. 

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати