USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 12 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  458

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯორის, სოფელი კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის, სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, ბარნოვის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნაკადულის, შანდორ პეტეფის, ბოგდან ხმელნიცკის, აბუსერიძე-ტბელის, ბოლნისის, ნადირაშვილის, სახალხოს, მამუკინის, საექიმოს, აბრამიშვილის, ჩოლოყაშვილის, დირსიჭალის, მალხაზის, დოდაშვილის, ჩკალოვის, ჩარხის, ლერწმის, ამილახვარის, ხევის და მანავის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III IV მიკრორაიონების, არქანჯელო ლამბერტის ჰუგო ჰუბერტის, ტარიელის, ბარონ დე ბაის, ნიკო ბურის, იაკობ რაინეგსის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, სტივენის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, ხატაეთის, უსენის, მეფე მირიანის, სტრაბონის, კლაპროთის, იან ჰომერის, ნესტან-დარეჯანის, ბაგრატ III, ვეფხისტყაოსნის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის, კიტა ბუაჩიძის, სიმონ ჩიქოვანის, ალექსანდრე შავერზაშვილის, ბახტრიონის, იყალთოს, ნატახტარის, ბაკურციხის, მიხეილ ასათიანის, ომარ ფხაკაძის, სულხან ცინცაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ცინცაძის, ტუსკიას, გურამ ბზვანელის, ზურაბ ქაფიანიძის, საბურთალოს, ანდღულაძის, თამარაშვილის, ვიქტორ დოლიძის, ლიხაურის, წინაუბნის, ქარელის, ბალანჩივაძეების, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, ცაგარელის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way