USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 11 თებერვალს დენი გაეთიშებათ
Date:  489

ქსელში გადართვების გამო 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), არარატის, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ალაზნის, გელათის, ლადო მესხიშვილის, ხიდისთავის, ჯორბენაძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, რუისის, ავლაბრის, დუშეთის, იორის, არმაზის, ცუცქირიძის, ჩეხოვის და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way