საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ ალექსიძის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ალექსანდრე ჯავახიშვილის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის გამზირის, კოლხეთის, ჭოროხის, უზნაძის, რომის, კოტე და სოსო წერეთლების, კიევის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქრაძის, ზაქარია ვეშაპურის, იონა მეუნარგიას, არჩილ ქურდიანის, სოლომონ ქურდიანის, გიორგი გურგენიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბერძენიშვილის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), წყალსადენის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანი I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.