USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 11 აპრილს დენი გაეთიშებათ
дата:  447

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მირიან მეფის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ღამბაშიძის და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბექა და ბეშქენ ოპიზრების, საბანაძის, ქუმსიაშვილის, ბოლნისის, თელეთის, სამასი არაგველის, გორგასალის, ბერძნის, წალკის, დეკაბრისტების, გიორგი მერჩულეს, ნიზამი განჯელის, შავნაბადას, ხუციშვილის, ალგეთის, იოსებ გრიშაშვილის, იაკობ ცურტაველის, იალღუჯის, სოღანლუღის, ჩხეიძის, ოფრეთის და ეფრემ მცირეს ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати