USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 10 თებერვალს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  716

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, გიორგი ლასხიშვილის, შირაქის, დოესის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კასპის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, უჯარმის, კაჭარავას, ალექსანდრე ახვლედიანის,  პატარძეულის, კობარეთის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, რუსუდან მიქელაძის,  თელავის, დესპინე გელოვანის, გარეკახეთის, ძეგლევის, გურამ აბრამიშვილის, დოლაბაურის, ეთერ კაკულიას, ვაჟა ივერიელის, კოშკოვანის, ზინდისის, შორაპნის, ძევერის და ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის