USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 10 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  399

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი სამადლოს, სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ნინო ზაალიშვილის, ანდრო ჭილაიას, ფერმწერთა, ლევან ასათიანის, აგარაკის, ავთო ვარაზის, ამბერკი ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზარწემის, ლეო კვაჭაძის, ანდრო ბიწაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ლევან ასათიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ხომლის, ანდრო ჭილაიას, დათუაშვილის, ლევან ჩარკვიანის, უჩა ჯაფარიძის, მელიტონ ქანთარიას და ალექსანდრე ბანძელაძის ქუჩების მოსახლეობას.

 გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), კაჭარავას, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, ლაზოს, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას. 

 ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ფალიაშვილის, ქრისტეფორე არეშიძის, ნინო რამიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ბაზალეთის, ლიზიკო ქავთარაძის, მირცხულავას, ატენის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.  

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის