USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 10 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  379

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, II, IIა, III მიკორაიონების (ნაწილობრივ), ელიას მთის, აჩაბეთის, თემურ ქევხიშვილის, თეოფანე დავითაიას, ზურაბ პატარიძის, ვაზის, თამარ ღვალაძის, გიორგი დეკანოზიშვილი, ალექსანდრე როინაშვილის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების,  მეფრინველეთა,  წყალსადენის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩების   მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, დელისის, ნუცუბიძის, ონიაშივლის, ზემო დელისის, ასათიანის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის, ცაცხვების, იასამნის, ლისის, მაჭავარიანის, ნეკერჩხლის, საირმის, შმიდტის, ჭელიძის, მიცკევიჩის, ცაგარელის, გოძიაშვილის, ბურძგლას და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოსი IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, დელისის, ჯებაშვილის, გაზაფხულის, ზემო დელისის, ნადარეიშივლის, გურიელის, აფხაიძის, არდაზიანის,  ზემო ვეძისის, წულუკიძის, ბაქრაძის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშივილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშივლის, ტაშკენტის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ისაკაძის, დავითაშვილის, ცხინვალის, ონიაშვილის, გელოვანის,  ანდრონიკაშვილის, ოსეთის, ოდესის, შმიდტის, ტატიშვილის, საირმის, ბურძგლას, მიცკევიჩის, ცაგარელის, დგებუაძის, გვარამიას, ბერიტაშვილის, ერისთავის, კვაჭაძის, გუდავას, ინტენსიფიკაციის, ჩარკვიანის, ასათიანის, კამანის, აბულაძის, ზაქარიაძის,  ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ცინცაძის, შევარდენიძის, თამარაშვილის, კარტოზიას, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ქუთათელაძის, ანტონოვსკაიას, საბურთალოს, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვიქტორ კუპრაძის, ლორთქიფანიძის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას.   

დიღმის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლაითურის, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, დავით იოსელიანის, ახალმოწამეთა, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას.  

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

область
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати