USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 10 მაისს დენი გაეთიშებათ
дата:  824

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ქსოვრელის, გუდამაყრის, დაისის, კნოლევის, ცისარტყელა, ჭიჭიკო ბენდელიანის, გიორგი სააკაძის, გურამიშვილის, გვაზაურის, ხვინგიას, რიონჰესის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის, მექანიზაციის, ჯავის, მოლოკოვის, თორნიკე ერისთავის, თმოგვის, ცოტნე დადიანის, ზედაზენის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, ქართლის, ღრმაღელის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის და ნესტორ გარდაფხაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, რევაზ ურიდიას, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, ვახტანგ  მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ქავთარაძის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, დემეტრე თავდადებულის და  ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, IV  მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის  IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნიკო მუსხელიშვილის, ვალერი უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, დავით კვაჭანტირაძის და შალვა მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ხაჩატურიანის, რეხის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ახალი რეხის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის და თამარ მამულაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და რომან ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати