USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 1 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
Date:  461

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 ოქტრომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის  მოედნის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ემხვარის, ბერბუკის, კოსტავას, აფაქიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, კვერნაძის, ტყვარჩელის და ალმასიანის  ქუჩების  მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV კვარტლების, სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, გაბაშვილის, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ტერევერკოს ქუჩების  მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way