USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 1 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  872

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, ზესტაფონის და ვახტანგ ნინუას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დაახლების (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის, წინანდლის, ბოგდან ხმელნიცკის, პაატა ჯანელიძის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკევილის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გალაკტიონ ტაბიძის, შხეფის, წავკისის, ოქროყანის, ზაალ დუმბაძის, მაჩაბელის, პუშკინის, ბეგლარ ახოსპირელის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, დადიანის, შინდისის, ავთანდილის, გიგა ლორთქიფანიძის, რამაზ დავითაშვილის, მთაწმინდის, მაჩაბელის, ქიქოძის, გიზო ნიშნიანიძის, კოჯრის, ინგოროყვას, როსტომ მუსხელიშვილის, ჭონქაძის, დოდო აბაშიძის, პაოლო იაშვილის, ლეონიძის, ამაღლების, ასათიანის, მესხის, ლერმონტოვის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, კოსტავას, პაოლო იაშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, ამაღლების, ჭონქაძის, ქიქოძის, ინგოროყვას, მთაწმინდის, ლერმონტოვის, კოჯრის, ლეონიძის, მაჩაბელის, მესხის, როსტომ მუსხელიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, დოდო აბაშიძის და გიზო ნიშნიანიძის ქუჩების   მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ლითონკონსტუქციების დასახლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), თეოფანე დავითაიას, ვალერი უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, ალექსანდრე წულუკიძის, ემზარ სულაქველიძის, ნიკო მუსხელიშვილის, ალუბლების, ხელოვანთა, შალვა მშველიძის, ვაზისუბანის, დავითაიას, დავით კვაჭანტირაძის, კუპრაძის, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.   

1 ნოემბერი  ელ.მომარაგების არაგეგმიური წყვეტა(გადართვა)

 გაცნობებთ, რომ  ქსელში  გადართვის  გამო არ მიეწოდე ელ. ენერგია გლდანის  რაიონის შემდეგ ქუჩებს:ილია ვეკუას ქ.(გლდანი),ომარ ხიზანიშვილის ქ. ,მუხის II ჩიხი (მუხიანი 2),გლდანის მასივის 3 მკ-რ.,ფარსმან II ქველის ქ.,ფარსმან II ქველის II ჩიხი,წყაროთუბნის I შეს.(გლდ) ,კალოუბნის I გასას (გლდ),ფარსმან II ქველის I ჩიხი,გრაფ შულენბურგის ქ.(გლ),ნიკო კეცხოველის ქ. ,მუხის ქ.(მუხიანი-2) ,მუხიანის აგარაკები,რად. ქარხ. ტერიტ.,გლდანის მასივის 5 მკ-რ.,კალოუბნის ქ.(მუხიანი-2),ქერჩის ქ.,წყაროთ უბანი,ხევისპირის ქ.,მარინა ტაბატაძის I შესახვევი (გლ),მუხიანის მიმდ.ტერიტორია,დავით ჯაბიძის ქ.,წყაროთუბნის ქ.(გლდ) ,მარინა ტაბატაძის ქ.(გლ),მარინა ტაბატაძის I ჩიხი(გლ),სოფ.გლდანი ,იაკობის ქ. (მუხიანი-2) ,გლდანი,გლდანის 3ა მ.რ.,(გლდანი)პატარა ვაკე ,მწვანე ქ.,გლდანის მასივის ტერიტორია

 ენერგომომარაგების აღდგენის სავარაუდო  დრო:  01.11.2023  00:55სთ.

 ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way