USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 1 მაისს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  523

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, შორაპნის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, კასპის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის და ივერიელის ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, შორაპნის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, კასპის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის, ივერიელის, ჭრელაშვილის,  ნავთლუღის, ჰოსპიტლის,  წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის პარკის  მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ჩოლოყაშვილის  გზატკეცილის, წერეთლის, აბაშიძის, არაყიშვილის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ნინუას, ზესტაფონის, ტრიკოტაჟის, ვანის, ბეჟანიშვილის, ორბეთის, კლდეკარის, ნაქალაქევის, სამღერეთის, ხერთვისის, ჟღენტის, წერონისის, ზაქარაიას, ლამისყანის და გარეჯის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, ლორთქიფანიძის და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის,  მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების,  სოფელი თელეთის, სურგულაძის,  გეგეჭკორის, ბერუაშვილის, კაპანაძეების, ჟორდანიას, კოსტავას, თელეთის, ლომინაძის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, გორგასალის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, თუმანიანის, იერუსალიმის და ასკანის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ),  სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), გერგედავას, ზუხბაიას, ასი ათასი მოწამის, დემეტრე თავდადებულის, ხვიჩიას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის