USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 1 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  307

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანო სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 IIIა მიკრორაიონის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და თაყაიშვილის   ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის  გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ფარნავაზ მეფის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, ჯიქიას, პოლიტკოვსკაიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს და საშკა იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრიწის, პეტრე  იბერი და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვაზისუბნის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დავითაიას, სომხეთის,  წინანდლის, ახმეტის, გუთნის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხევის, ლერწმის, ვირსალაძის, ბოგდან ხმელნიცკის, ამილახვარის, სახალხოს, ჩოლოყაშვილის, აბრამიშვილის, აბუსერიძე-ტბელის, მანავის, ჩარხის,  დოდაშვილის, მდივანის, ჯავახეთის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გარდაბის სანერგე მეურნეობის, მახათას აღმართის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, თეთნულდის, გროზნოს, ქინქლაძის, ჩხიკვიშვილის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს, გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილის, ტყვიავის, ნეკრასოვის, თვალჭრელიძის, თამუნა დოლიძის, რეხის, მანანა ლოლაძის, თინა ენუქიძის, ხუდადოვის და მარიამ დადიანი-ანჩაბიძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV კვარტლის,   გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შატილის, ურეკის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების     მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way